ბუსა ჟვანიას, რომელიც ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიან გირაოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს 2 აგვისტოს დაესხნენ.