logo
ENG



ლევან კობერიძე: შოთაძის პროკურორად დანიშვნაში მონაწილეობას არ მივიღებთ

18 თებ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 
mvo51xiclralh3q.jpg

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატის“ წარმომადგენლის ლევან კობერიძის განცხადებით, პარლამენტი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნოტარიუსია, რომელიც მმართველი გუნდის თავში იხარშება. მისივე განცხადებით ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ამ რეჟიმს და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„პარლამენტი ხდება ნოტარიუსი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების, რომელიც იხარშება მმართველი გუნდის თავში. შოთაძის კანდიდატურა იყო ივანიშვილის შემოთავაზება, მერე მოახდინეს ამის რატიფიცირება. ამ ფარსში ჩვენ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რომ დღეს როგორც მარტო სხედან ისინი ხალხს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამიტომ ამ პროცესს ჩვენ ვემიჯნებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძის თქმით, საზოგადოებაში "ქართული ოცნების" მიმართ ნდობა დღითიდღე კლებულობს, რაც თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარეობს.

„დღეს "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის გადადგმული ნაბიჯების შემდეგ დღითიდღე კლებულობს ნდობა პარლამენტის მიმართ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც "ქართული ოცნება" ინსტიტუციონალურად ქმნის“, - განაცხადა კობერიძემ.


close დახურვა