logo
ENG



ლევან ნატროშვილი: კანონპროექტის ჩაგდება, შესაძლოა, დესტაბილიზაციის საფრთხე გახდეს

13 ნოე 201914:38
3 წუთის საკითხავი
 
530wcd8sy3h031v.png

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წევრი ლევან ნატროშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის ჩაგდება, შესაძლოა, დესტაბილიზაციის საფრთხე გახდეს.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება გონიერება ეყოფა და დაპირებას შეასრულებს.

„იმედს ვიტოვებთ რომ გონიერება ეყოფა ხელისუფლებას და პროცესს მიიყვანს ბოლომდე. უცნაური პროცესები ვითარდებოდა გუშინ და გაჩნდა ჩაგდების ეჭვები, მაგრამ იმედს ვიტოვებთ რომ მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეპოქალურ ცვლილებას. ამ პირობის დარღვევა იქნება ცუდის მომასწავებელი, შეიძლება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე შეიქმნას. ეს არის ბეწვის ხიდზე გავლა და არ მგონია ეს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იყოს,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ძალებს სინჯავს, იქნებ გაუვიდეს და ძველი სისტემა დატოვოს.

„დღეს ვხედავთ იმას, რასაც არაერთხელ ვხედავდით ამ ქვეყანაში. მმართველ პარტიას აქვს მცდელობა შეინარჩუნონ დღეს არსებული სისტემა, რაც ხელს აძლევს მათ. უნდათ მოსინჯონ ძალები, ხომ არ არის შესაძლებელი კიდევ შეინარჩუნონ ეს სისტემა. მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა ეს სისტემა, ოცნების დროსაც, ნაციონალების და მოქალქეთა კავშირის დროსაც. იმავე სცენარს ვხედავთ დღეს, ვითომ ცალკეული მაჟორიტარები რაღაც კრიტიკული აზრით გამოვიდნენ. ეს არის გაუგებარი ფარსი, რომელიც მიმართულია მოიტესტოს, ხომ არ არის შესაძლებელი ჩავარდეს კანონპროექტი. ამიტომაა ეს ხალხი აქ შეკრებილი, რათა აჩვენონ მათ, რომ ეს არ მოხდება. პირველად ხდება, როცა ყველა ემხრობა საკითხს და გაუგებარია, რატომ ჩნდება ჩაგდების კითხვა,“ - აცხადებს ბენიძე.

 


close დახურვა