logo
ENG



ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე საკრებულოს 3 წევრს ბრალი წარედგინა

31 იან 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ცემის საქმეზე საკრებულოს წევრებს ბრალი წარედგინათ. 

"2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში",-წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. 

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო. ხაბეიშვილი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და მოითხოვს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს.

 

 


close დახურვა