logo
ENG



ლევან ხაბეიშვილი: კუხიანიძეს ეფარება ივანიშვილი და კალაძე

18 დეკ 201909:00
3 წუთის საკითხავი
 
143l4vyxpznjpi7.jpg

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს მანდატი არ შეუჩერეს. საკრებულოს უმრავლესობა ასაიდუმლოებს შეხვედრის თარიღს, რომელზეც კუხიანიძის მანდატი უნდა განიხილონ. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფონზე, მორატორიუმი გამოაცხადა ოპოზიციურმა პარტიებმა. მათი თქმით, ამ ტრაგედიის ფონზე, შეუძლებელია, მოსახლეობას კუხიანიძის ბოლოდოინდელი განცხადებების გაპროტესტებისკენ მოუწოდონ. 

"კუხიანიძეს ეფარება ივანიშვილი და კალაძე. ვიცით, რომ ეს ადამიანი არის სუს-ის კადრი, ზუსტად კი გოგაშვილის კადრია.  სანამ ის საკრებულოში იქნება, ყველა დპუტატს დისკომფორტი ექნება. სამწუხაროდ პოლიცია პოლიცია არ არის, დეპუტატი კი დეპუტატი არ არის. ერთდაერთი ივანიშვილია ყველაფერი",-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 


close დახურვა