logo
ENG



ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში შესვლა კიბით სცადა

17 დეკ 201916:09
3 წუთის საკითხავი
 
izzzy5d4g3ir04l.jpg

„პოლიცია ჩადგა კარებთან, არ მიშვებს. სამსახურში არ მიშვებენ თავად არღვევენ კანონს და მოვიტანე კიბე, რომ სამსახურში ჩემი მოვალეობა შევასრულო“, - ამის შესახებ განცხადებას საკრებულოს ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აკეთებს. ხაბეიშვილი საკრებულოში შესვლას კიბით ცდილობდა თუმცა დაცვამ ის სამსახურში კიბის გამოყენების გარეშე შეუშვა

„ვიღაც სახლში აპროტესტებს კუხიანიძის განცხადებებს, მე მინდა, რომ საკრებულოში გავაპროტესტო. მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ლიდერებს. შემდეგი ოთახი იქნება ტყემალაძის, კალაძის და ყველა იმ დეპუტატის, რომელიც გადაეფარა კუხიანიძეს. ისინი არიან კოლექტიური კუხიანიძეები“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დღეს შუადღიდან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ერეკლე კუხიანიძე დაკავებული თანამდებობიდან.


close დახურვა