თეოლოგი ლელა ჯეჯელავა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია არ შეეცადა წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს გამკლავებოდა.
როგორც ის აღნიშნავს, საპატრიარქო და ხელისუფლება, ყოველთვის გადაჯაჭვული იყო ერთმანეთზე და ხელი ხელს ბანს პრინციპით ცხოვრობდნენ.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია არ შეეცადა წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემენს გამკლავებოდა. სამწუხაროდ, მივიღეთ ისე შედეგი, რაც მივიღეთ. ახლა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებაში. ხელისუფლება და საპატრიარქო სულ ერთმანეთში იყო გადაჯაჭვული. ცხოვრობდნენ ხელი ხელს ბანს პრინციპით. ჩაკარგული იყო სიმართლე მრევლის და საზოგადოების,“ - აცხადებს ჯეჯელავა.
ხელისუფლებისა და საპატრიარქოს გადაჯაჭულობაზე საუბრობს EMC-ის წევრი თამთა მიქელაძეც და აცხადებს, რომ საპატრიარქოს მხრიდან ხშირად ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებში ჭარბ ჩარევას.
„პრობლემები, რომელიც საპატრიარქოშია, წლების განმავლობაში, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს შორის ჭარბი გადაჯაჭულობის შედეგია. ჩვენ ვხედავდით საპატრიარქოს მხრიდან ჭარბ ჩარევას პოლიტიკურ პროცესებში, პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ავლენენ მათ მიმართ ლოიალობას, ხშირად საკუთარ ლეგიტიმაციას საპატრიარქოსგან იღებდნენ. სავარაუდოდ, ის დისკუსიები, რომელიც გვესმის, იქნებოდა ეს ქორეპისკოპოსის განცხადება, დეკანოზ მამალაძის საქმე, სწორედ ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს ძალაუფლების დასუსტებისა და გარკვეული ინტერვენციის ნიშნებზე მიანიშნებს“, - აცხადებს მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე ეპისკოპოსობიდან განკვეთეს. გადაწყვეტილება დღევანდელი სინოდის სხდომაზე მიიღეს.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართა. მღვდელმთავრები საკითხებს დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.