logo
ENG



ლელოს უნდა ველაპარაკოთ ერთიან კანდიდატებზე შესათანხმებლად - უდუმაშვილი

02 ივნ 202021:45
3 წუთის საკითხავი
clock 284

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია უნდა მართავდეს კონსულტაციებს „ლელოსთან“ ერთიან კანდიდატებზე.

როგორც მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, მმართველი პარტიის დამარცხება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.

„მე თუ მკითხავთ, მთავარი ამოცანა ოპოზიციის უნდა იყოს, რომ დაველაპარაკოთ „ლელოს“ - თუ ერთიან კანდიდატზე ვთანხმდებით, „ლელოც“ იყოს ჩართული. „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე ვიზიარებდით ერთიანი კანდიდატის თემას" - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებით, პარტია ყველა მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს დააყენებს.


close დახურვა