logo
ENG



ლელო: ძალადობის ფაქტები ოცნების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა

06 მაი 202415:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/06/d34l0c7rr06pnqj.png

პარტია ლელო ლადო აფხაზავასა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებზე ძალადობრივ თავდასხმებს ეხმაურება.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ დღეებში მომხდარი ძალადობის ფაქტები ხელისუფლების მიერ სისტემატურად გამოყენებულ მეთოდად გადაიქცა.

პარტია ძალადობრივი დავალებების გამცემ და შემსრულებელ პირებს აფრთხილებს, რომ ყველა მათგანის წინააღმდეგ მტკიცებულებები არსებობს და მათ პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ.

"პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით, სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

დღემდე არ დაწყებულა 2 მაისს თბილისში აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტზე რეალური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო დამნაშავეები იდენიტიფიცირებულნი არიან საჯარო სივრცეში და ისინი უკვე დაკავებულები უნდა იყვნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ლელოს განცხადებით, ყველა ძალადობის შემთხვევა ადასტურებს, რომ ივანიშვილს ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება სურს. პარტიაში ამბობენ, რომ ივანიშვილის ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ დააჩქარებს მისი რეჟიმის ჩამოშლის პროცესს.


close დახურვა