logo
ENG



ლელო პარლამენტში უკრაინის თემაზე რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს

06 აპრ 202212:33
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელო პარლამენტში უკრაინის თემაზე რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა მიმდინარეობს და პროექტს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში დააინიცირებენ.

ლელოს ლიდერების თქმით, რეზოლუციის ტექსტი იქნება ცხადი, მკაფიო და რეალობის ადეკვატური.

როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტში "ყველაფერზე შესაბამისი შეფასება იქნება გაკეთებული".

"ჩვენ მიერ წარდგენილ დოკუმენტში ყველაფერს ექნება შესაბამისი შეფასება გაკეთებული. ასევე, იქნება შესაბამისი დავალებები გაცემული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში. ცხადია, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მხარს დაუჭერს დოკუმენტს. დღემდე შეჩერებულია პარლამენტში რეზოლუციის პროექტი NATO-ში გაწევრიანებაზე, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ", - თქვა სალომე სამადაშვილმა.


close დახურვა