logo
ENG



ლელო საქართველოსთვის - პარტიის პრეზენტაცია დღეს გაიმართა

22 დეკ 201919:30
3 წუთის საკითხავი
 
yi6ar3trf2r0ak2.jpg

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გაიმართა. პოლიტიკურ გაერთიანებაში დავით უსუფაშვილს, ფიქრია ჩიხრაძესა და მამუკა კაციტაძესაც იხილავთ. „შენების მოძრაობისა“ და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თითქმის სრული შემადგენლობა „ლელოს“ შეუერთდა

მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს პრეზენტაციაზე პარტიის 17-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.   

როგორც მოძრაობის ლიდერები ამბობენ, პარტიის „ლელო საქართვესლოსთვის“ მთავარი მიზანი საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება იქნება.  ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ ქართული საზოგადოების გაერთიანებას შეძლებს და პირობას დებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ქალაქის მშენებლობები დასრულდება.

პრეზენტაციაზე ხაზარაძემ ქუთაისის განვითარების გეგმაც წარადგინა.

პარტიის პირველ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დამტკიცდა, მათი უმრავლესობა პოლიტიკაში ახალი სახეა.

პარტიის ყრილობას დღეს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ლევან კობერიძე, რომელმაც მომავალში „ლელოსთან“ თანამშრომლობა არ გამორიცხა, ასევე „ლელოს“ ლიდერის განცხადებით, თუკი ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მასთან კონსულტაციებიც გაიმართება.

„ლელო საქართველოსთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავს.


close დახურვა