logo
ENG



ლელო სახალხო მოძრაობის მოთხოვნებს მხარს უჭერს

25 ივნ 202214:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/25/95snxi6t94efmug.jpg

ლელო მხარს უჭერს სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს. პარტიის ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს.

"ლელო საქართველოსთვის მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ წაკითხულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული: კერძოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია", - თქვა მან ბრიფინგზე.

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. ამავე დროს, მათ 3 ივლისს აქცია დააანონსეს.

მოძრაობის მოთხოვნებია: გადადგეს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.


close დახურვა