logo
ENG



ლელო - გერმანიაში ქართველი სტუდენტები ღია ცის ქვეშ დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ

19 მარ 202014:33
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „ლელოს“ ქუთაისის ოფისის ინფორმაციით, გერმანიაში 22 ქართველ სტუდენტს დამსაქმებელმა კონტრაქტები შეუწყვიტა, რის გამოც ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

პარტიის წევრის გიორგი ბერძენაძის განცხადებით, ახალგაზრდები მათ გუშინ დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. როგორც ბერძენაძე ამბობს, სტუდენტებს თანხა არ აქვთ. ისინი ცდილობენ დაუკავშირდნენ საელჩოს, თუმცა ცხელ ხაზზე მათ არ პასუხობენ. ახალგაზრდები საქართველოში დასაბრუნებლად ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ.

"ლელო" ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად ჩაერთონ პროცესებში და ახალგაზრდებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარონ.  


close დახურვა