logo
ENG



ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს

26 მარ 202611:35
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/26/i0vdm5r92ylxf81.jpeg

რუსეთის ლენინგრადის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის სამიზნე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, საღამოს საათებიდან რეგიონში ოცზე მეტი დრონი დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

შეტევა შეეხო ქალაქ კირიშს, სადაც უპილოტო აპარატებმა იერიში ინდუსტრიულ ზონაზე მიიტანეს. მათ შორის იყო კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ინციდენტი დაადასტურა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ.

გავრცელებული ცნობებით, დრონების ნაწილი ასევე მიემართებოდა რუსეთის დედაქალაქისკენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი გზაშივე განეიტრალდა.

დამატებითი დეტალები და შესაძლო ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.


close დახურვა