logo
ENG



ლვივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

18 აპრ 202212:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/18/q7zq39u9ylpo8zx.png
Reuters

ლვივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ცნობით, დილის 10 საათისთვის ლვივში რუსეთის დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული და რვა დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი.

მისივე თქმით, ქალაქში დილით 4 რაკეტა ჩამოაგდეს, აქედან სამი სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე.

"რუსები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე ბარბაროსულ თავდასხმას ჰაერიდან, ცინიკურად ეუბნებიან მთელ მსოფლიოს თავიანთ "უფლებაზე"... მოკლას უკრაინელებ", - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

 


close დახურვა