უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ლვოვში ოკუპანტებმა 13 მარტს 8 რაკეტა ისროლეს.
რუსულმა ჯარებმა ავია იერიში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე განახორციელეს.
განახლებული ინფორმაციის მიხედვით სახანძროებმა შეძლეს ცეცლის ჩაქრობა.
ავია იერიშის შედეგად, განახლებული ინფორმაციით, დაღუპულია 35, ხოლო დაზიანებულია 134 ადამიანი.
უკრაინის ხელისუფლება დასავლეთს ცის დახურვას სთხოვს, თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ ამაზე უარს აცხადებენ, ვინაიდან, მათი შეფასებით, ეს იქნება "ომში პირდაპირი ჩართვა".