logo
ENG



ლიბანის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

29 ოქტ 201920:56
3 წუთის საკითხავი
 
g450nvbfl5u5ytv.png

მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა. გადადგომის შესახებ განცხადება საად ჰარირიმ სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

სოციალური მედიით განხორციელებულ ზარებზე გადასახადის შემოღების წინააღმდეგ აქციები ლიბანში ორი კვირის წინ დაიწყო, თუმცა გეგმის უკან წაღების შემდეგ დემონსტრანტებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და კორუფციის გაპროტესტება დაიწყეს. არეულობა კიდევ უფრო გამწვავდა, რაც შიიტური მოძრაობა „ჰესბოლას“ ლიდერმა განაცხადა, რომ გამოსვლები უცხო ძალების მიერ იყო დაფინანსებული.  


close დახურვა