logo
ENG



ლიბერთი ბანკი ყოფილ თანამშრომლებს 3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებას ედავება

28 მაი 202117:48
3 წუთის საკითხავი
 

ლიბერთი ბანკი ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის ყოფილ მენეჯერს და რამდენიმე თანამშრომელს 3 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებას ედავება.  ბანკმა თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა, შესაბამისი სარჩელით კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

თანხა დაკარგულია 37 პირის ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან. 

ბანკის მოლარის ინფორმაციით, ფილიალის მენეჯერი თანამშრომლებს სხვადასხვა პირების ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ავალებდა.

"მენეჯერმა გააღო სალაროს კარი, შემოვიდა და მეუბნება, ვის გაქვთ ბევრი თანხა? მორიგეობით ვიყავით მოლარეები. ვუთხარი, მე ვარ მორიგე და მე მაქვს დღეს ბევრი თანხა მიღებული-მეთქი. მაშინ ეს ქვითარი და თანხა სასწრაფოდ დამიდასტურეთ, ანგარიშზეა თანხა შესატანიო. მომხმარებელი სად არის-მეთქი და მე მიზის წინო. ვიღაც ქალბატონის ანგარიში იყო, შეიტანე თანხა სასწრაფოდო. თანხა იყო 9640 ლარი", - ამბობს მოლარე.

მისივე თქმით, ის ბანკის შიდა აუდიტმა უკვე გამოკითხა.

 


close დახურვა