logo
ENG



ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა

15 სექ 202309:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/pjgu9g3yqdxahqz.png

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკარგულად 10 000 ადამიანი მიიჩნევა. დაღუპულთა შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს CNN, რომლის მონაცემებითაც წყალდიდობამ ამ დროისთვის 8 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც სტიქიის შედეგად ორი კაშხალი დაინგრა. ქარიშხალმა დენიელმა გაანადგურა ათასობით შენობა, მათ შორის ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზიშიც.

წყალდიდობის შედეგად ჩაიძირა ათობით სოფელი და ქალაქი. გარდა ამისა, ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზიანი ხელს უშლის წყალდიდობისგან დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნას.

ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.


close დახურვა