ლიბიის დედაქალაქს საერთაშორისო გაერთიანების მიერ აღიარებული ხელისუფლება აკონტროლებს. ამის შესახებ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბოლო 14 თვის განმავლობაში ტრიპოლის ასაღებად ამბოხებული გენერლის ჰაფტარის ძალები იბრძოდნენ. მათ დაკავებული ჰქონდათ დედაქალაქის შემოგარენი და აეროპორტიც. თუმცა ბოლო პერიოდში სამთავრობო ძალებთან ბრძოლებში დამარცხდნენ და უკან დაიხიეს.
გავრცელებული ცნობით გენერალ ჰაფტარის არმიამ ტრიპოლის შემოგარენიც დატოვეს. მიუხედავად ამისა ლიბიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ამბოხებული გენერლის ქვედანაყოფები იარაღს არ დაყრიან.
