logo
ENG



ლიეტუვაში ამერიკული ტანკების მონაწილეობით სამხედრო სწავლება ჩატარდა

15 დეკ 201911:40
3 წუთის საკითხავი
 
dxzp2f76oturu03.jpg

ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვრიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით, ამერიკული ტანკების მონაწილეობით სამხედრო სწავლება ჩატარდა. ვიდეომასალა ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ტვიტერით გაავრცელეს. ნატოს  ამერიკული ბატალიონი, რომლის შემადგენლობაშიც 500 სამხედროა, პაბრადის პოლიგონზე 6 თვეს იქნება განთავსებული.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო.  მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიგონი ლიეტუვამ საგანგებოდ მოამზადა, საზღვართან ახლოს ნატოს სამხედრო ძალის განთავსების საშუალება რომ ჰქონოდა.

ნატოს სამხედროები ლიეტუვაში წვრთნა „ევროპის მცველის"  მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში იმყოფებიან.  სწავლება 6 ევროპულ ქვეყანაში მომავალი წლის თებერვალსა და მარტში ჩატარდება. 

 


close დახურვა