სასტიკი დანაშაულის საქმეზე ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა დაიდო - ოთარ ცინდელიანი ქალის მკვლელობის მომენტში შერაცხადი იყო, ბრალდებული არ მოქმედებდა აფექტის მდგომარეობაში. დღეს სასამართლოზე ექსპერტები დაკითხეს. გამოძიების მიხედვით, ოთარ ცინდელიანმა 59-ჯერ დაარტყა დანა ქეთევან ჯავახიშვილს. პატიმარი დღეს იმისგან განსხვავებულ ვერსიას ავითარებდა, რაც გამოძიებას საწყის ეტაპზე უთხრა.