ლილოში, სასაწყობე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ხანძრის შედეგად 1000 კვადრატი ფართობის ტერიტორია და 20-მდე საწყობი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.