logo
ENG



ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია, შსს-ში არ შეუშვეს

06 აგვ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ შეუშვეს. 

ლობჟანიძის თქმით, მას გამოძიებისთვის "მნიშვნელოვანი ინფორმაციის" მიწოდება უნდოდა. იგი უწყებაში არ დაუბარებიათ.

ის ახალ სახელს და გვარს ასახელებს და საუბრობს ადამიანზე, რომელიც, მისი მტკიცებით, გარდაცვლილის მეგობარი იყო და მასთან ხშირი მიმოწერა ქონდა. ლობჟანიძე ირწმუნება, რომ ეს ადამიანი სამძებრო სამუშაოებს "თავისი სახსრებით ატარებდა".

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გარდაცვალების დღეს შეიტყო. თამარის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ლობჟანიძე მას დაუკავშირდა და მოსთხოვა, რომ საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო არ ჩაერთო.

დღეს გარდაცვლილის დედამ თქვა, რომ ის "ჩანერგილი პიროვნებაა".


close დახურვა