logo
ENG



ლომია: ბანერზე აჭარის სხვა ფერი იყო შერჩეული, რომ გააკრეს, ჩვენც ტელევიზიიდან ვნახეთ

01 სექ 202014:33
3 წუთის საკითხავი
clock 1165
pxyo2aqks9pwtw2.jpg

"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის, გიორგი ლომიას თქმით, აჭარაში გამოკრული ბანერისთვის, რომელზეც ეს რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული, სხვა ფერი იყო შერჩეული და უკვე გამოკრული ბილბორდი პარტიის წევრებმაც ტელევიზიით ნახეს. 

ლომია აქვე ამატებს, რომ პრობლემას ვერც ამაში ხედავს:

"ფერი სხვა იყო შერჩეული და როდესაც ბანერის გაკვრა მოხდა, ეს ჩვენ გავიგეთ ტელევიზიიდან. რომც ყოფილიყო წითლად, ამაში მე პირადად ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ მონიშნული იყო და ეწერა SOS, ანუ საგანგაშო მდგომარეობაა. აქ არ არის საუბარი ოკუპაციაზე. საუბარია იმაზე, რომ საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება დღეს, რომ ხვალ არ იყოს გვიანი. კრემლიდან დავალება არასოდეს მიგვიღია და ვერც მივიღებთ", - ამბობს ლომია. 

პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში 29 აგვისტოს გავრცელდა. 

მოგვიანებით, გონიოში ლელოს წევრებმა ჩამოხსნეს პატრიოტთა ალიანსის ბანერი, რომელზეც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული.


close დახურვა