logo
ENG



ლომჯარიას თქმით, გვარამიას განაჩენიდან მალევე, ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა

08 ივნ 202216:35
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადებიდან მალევე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა.

ლომჯარიას თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტს დაუდასუტრა, რომ მზად არის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სამართლებრივი გარემოებების თაობაზე, ინფორმაცია მიაწოდოს.

"სალომე ზურაბიშვილთან მქონდა პირადი კომუნიკაცია, სადაც დავადასტურე, რომ მზად ვარ ამ [ნიკა გვარამიას] საქმესთან დაკავშირებით შევხვდე და მივაწოდო ინფორმაცია სამართლებრივი გარემოებების თაობაზე, რაზეც გადამიხადა მადლობა, თუმცა კონკრეტულად დროსა და ადგილზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი შემოთავაზება ძალაშია. ეს საუბარი იყო მალევე, როდესაც განაჩენი გამოცხადდა", - ამბობს ლომჯარია.

საქართველოს სახალხლო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს დღეს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა.

ომბუდსმენმა ნიკა გვარამიას განაჩენის შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით.

 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა