logo

ლომჯარიას თქმით, მის წარმომადგენლებს პატიმრები ადმინისტრაციასთან შეთანხმებით თავს ესხმიან

01 აპრ 202113:54
3 წუთის საკითხავი
clock 668

სახალხო დამცველი 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას აცხადებს, რომ მისი აპარატის წარმომადგენლებს მუშაობის დროს ადმინისტრაციასთან კოორდინაციაში მყოფი პატიმართა კონკრეტული ჯგუფები ორგანიზებულად ესხმოდნენ თავს, რის გამოც ომბუდსმენმა ისტორიაში პირველად შეაჩერა საქმიანობა სახელმწიფო უწყებებიდან უსაფრთხოების გარანტიების ვერმიღების გამო .

"სიტუაცია იმდენად გამწვავდა და იმდენად ორგანიზებულად ხდებოდა სხვადასხვა დაწესებულებებში, სახალხო დამცველმა შეაჩერა მონიტორინგის ვიზიტები ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში", - ამბობს ლომჯარია, - "ვერც სამართალდამცავი ორგანოების თუ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ვერ მივიღეთ გარანტიები, რომ ჩვენი წარმომადგენლები შეძლებენ უსაფრთხოდ იმუშაონ. ვფიქრობთ ალტერნატიულ მექანიზმებზე". 

სახალხო დამცველი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული ანგარიშებით გამოირჩევა და არაერთხელ გამხდარა უმრავლესობის დეპუტატებისა და სახელმწიფო მინისტრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშის პარლამენტში წარდგენისას, საჯაროდ დაესხა თავს ომბუდსმენის წარმომადგენელს და პატიმართან მისი ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა საჯაროდ აჩვენა, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი გახდა. 

მიმდინარე წლის 23 მარტს ლომჯარიას ოფისში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იმყოფებოდა. ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგმო სახალხო დამცველის მიმართ "პოლიტიზებული" თავდასხმები. 

„ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას", - განაცხადა ელჩმა დეგნანმა

close დახურვა