logo
ENG



ლომჯარია ფეხბურთელის დაღუპვაზე: ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება

22 ივნ 202016:56
3 წუთის საკითხავი
 
m4oorzfozfu9y01.jpg

 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 19 წლის სპორტსმენის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე გამოძიება დროულად ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს ყველამ ვინც საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.

„ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“,-წერს ლომჯარია Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

 


close დახურვა