logo
ENG



ლომჯარია 20 ივნისზე:პოლიციამ არ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, რომ იწყებოდა ძალის გამოყენება

25 ივნ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის წარდგენა პარლამენტში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი 20 ივნისის ამბები გახდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები გაფრთხილებულები არ ჰყავდათ, რომ ძალის გამოყენებით მოხდებოდა აქციის დაშლა.

„როდესაც დაიწყო ძალის გამოყენება, აქციის დასაშლელად, პოლიციის მხრიდან არ შესრულებულა კანონის პირველივე ვალდებულება, რომ გასაგები ფორმით გაეფრთხილებინათ აქციის მონაწილეები, რომ იწყებოდა ძალის გამოყენება. გამოძიებაში არ დევს მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა თუ ვის მიერ გაიცა რეზინის ტყვიების გამოყენება, თუმცა გამოძიების მასალებში ჩანს, რომ პასუხისმგებელი პირები, მიუხედავად არგაცემული ბრძანებისა არიან ინფორმირებულები, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება ხდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


close დახურვა