ლონდონის "ებიროუდმა" მუშაობა განაახლა. მსოფლიოში აღიარებულმა მუსიკალურმა სტუდიამ პირველ კლიენტებს უმასპინძლა, მაგრამ დისტანციურად. ახალი კომპოზიცია ჯაზ-მუსიკოსმა მელოდი გარდომ პარიზიდან ჩაწერა, მისი პროდიუსერი კი სტუდიაში ლოს-ანჯელესიდან ჩაერთო.
კორონავირუსის პანდემიის გამო "ები როუდი" არსებობის 90 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად იყო დახურული. სტუდიის დირექტორის განცხადებით, "ები როუდს" მუშაობა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ შეუწყვეტია.