ლონდონში ემი უაინჰაუზის მემორიალური დაფა გახსნეს. ცერემონიას მუსიკოსის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, უაინჰაუზის ცნობილი სიმღერები ადგილობრივი სკოლის გუნდმა შეასრულა. მემორიალური დაფა იმავე უბანშია, სადაც მომღერალი ცხოვრობდა.
ემი უაინჰაუზი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ოჯახმა ფონდი დააარსა, რომელიც სხვადასხვა პრობლემების მქონე ახალგაზრდებს, მათ შორის ნარკოდამოკიდებულებს ეხმარება.
