logo
ENG



ლონდონში ნატოს საიუბილეო სამიტი სრულდება

04 დეკ 201919:34
3 წუთის საკითხავი
 
gql8o0f1vy5b8t4.jpg

ნატოს საიუბილეო სამიტი ლონდონთან ახლოს მდებარე ქალაქ ვოთფორდში სრულდება. ორ დღიან შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი პრესკონფერენციაზე აჯამებს. შეხვედრის დღის წესრიგში იყო ტერორიზმთან ბრძოლა, შეიარაღების კონტროლი და ურთიერთობა რუსეთთან.

ნატოს ისტორიაში პირველად მოკავშირეებმა ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებიც განიხილეს. მიმართვის დროს მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამიტის მონაწილეებს ალიანსის მთავარი პრინციპი „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ შეახსენა.

სამიტი, ალიანსის მომავალზე წევრ ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების ფონზე გაიმართა. 


close დახურვა