logo
ENG



ლონდონში უკრაინისა და ევროპელ სხვა ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა

08 დეკ 202522:55
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/08/op4xufm6bpob4ry.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 8 დეკემბერს ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კიერ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართული შეხვედრის დროს, მათ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი დიპლომატიური მიდგომა შეათანხმეს, განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ომის შემდგომი აღდგენა და შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერა.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა სტარმერს, მაკრონს და მერცს შეხვედრის ორგანიზებისთვისა და „მშვიდობის მიღწევის გზაზე თითოეული მათგანის პირადი წვლილისთვის“.

"დღეს გადამწყვეტია ევროპასა და უკრაინას შორის ერთიანობა, ისევე როგორც ევროპას, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ერთიანობა.

დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან, შევაჯერეთ საერთო პოზიცია უსაფრთხოების გარანტიებისა და აღდგენის მნიშვნელობაზე და შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე. ჩვენ ასევე გავმართეთ ცალკე დისკუსია უკრაინისთვის შემდგომი თავდაცვითი მხარდაჭერის შესახებ.

მადლიერი ვარ ლიდერების იმ მზადყოფნისთვის, რომ გვერდით დაუდგნენ ჩვენს ხალხს და დაგვეხმარონ მშვიდობის მოახლოების გზაზე", - წერს ზელენსკი.


close დახურვა