ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე ორი კვირით ადრე ლოს-ანჯელესში ვარსკვლავების პატივსაცემად ტრადიციული მიღება გაიმართა.
წვეულებაზე მყოფ ვარსკვლავებს შორის იმყოფებოდა ბრედ პიტი, რომელიც ოსკარის პრეტენდენტებს შორის წელს ფავორიტად სახელდება.
ვახშამს ასევე დაესწრო ლეონარდო დი-კაპრიო, შარლიზ ტერონი და რენე ზელვეგერი. სტუმრების სიაში იყვნენ პროდიუსერები, დიზაინერები და მუსიკოსებიც.
ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდში 9 თებერვალს გაიმართება.