ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებიან. გრანდიოზული შოუს შემდეგ, ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის რჩეულებსა და მიწვეულ სტუმრებს, ტრადიციულად, წვეულებაზე გაუმასპინძლდებიან. ე.წ. "გუბერნატორთა მეჯლისს" 1 500 ვარსკვლავი დაესწრება, მათთვის 70 სახეობის კერძს მოამზადებენ, რომელთა 70 პროცენტიც მცენარეული იქნება. სტუმრებს ფრანგული შამპანურითა და რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ღვინის ქარხნის ღვინითაც გაუმასპინძლდებიან. დარბაზს კი ლავანდის ყვავილებით გააფორმებენ. ოსკარის დაჯილდოების ცერემონია დოლბის თეატრში 9 თებერვალს გაიმართება.
ლოს-ანჯელესში ოსკარის დაჯილდოებისთვის ემზადებიან
01 თებ 202014:14
3 წუთის საკითხავი