ლოს-ანჯელესში ფილმი „სკანდალის" პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე მთავარი როლების შემსრულებლები - ნიკოლ კიდმანი, შარლიზ ტერონი და მარგო რობი ერთად გამოჩნდნენ.
ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ფოქს ნიუსის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ სკანდალს ეხება, რომელიც არხის თანამშრომელმა ქალებმა სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულეს.
ორი წლის წინ სწორედ მათი განცხადებების შემდეგ დაიწყო ჰოლივუდში ცნობილი კამპანია „მეც", რომლის ფარგლებშიც სექსუალურ ზეწოლაში რამდენიმე გავლენიანი მამაკაცი, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ამხილეს. შარლიზ ტერონი და მარგო რობი ფილმში მონაწილეობისთვის ოქროს გლობუსის ნომინანტებად დაასახელეს.