პარიზის ლუვრის ძარცვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს — ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შარლ დე გოლის აეროპორტში დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მეორე ეჭვმიტანილი მალიში გამგზავრებას გეგმავდა.
ძარცვა გასული კვირის კვირა დღეს მოხდა. ოთხმა ადამიანმა €88 მილიონის (დაახლოებით $102 მილიონი) ღირებულების ნივთები გაიტაცა.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა აღიარა, რომ უსაფრთხოების სისტემამ „მარცხი განიცადა“.
მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილმა დნმ-მა ერთ-ერთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახადა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მძარცველები მექანიკური ამწით აიყვანეს შენობის მეორე სართულზე მდინარე სენასთან მდებარე ავანზე, გაჭრეს ფანჯარა და „აპოლონის გალერეაში“ შეიჭრნენ.
