logo
ENG



ლუკაშენკოს ინაუგურაცია 2 თვის განმავლობაში იგეგმება - ბელარუსის ცესკო

19 აგვ 202018:30
3 წუთის საკითხავი
clock 331
7nrm7k7jz7g62u0.jpg

ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მომავალი ორი თვის განმავლობაში იგეგმება, თუმცა, მათი თქმით, ზუსტი თარიღი ამ დრომდე არ არის დადგენილი.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბალარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე ან იქ მიღებული დაზიაებების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, ხოლო 7 ათასი ადამიანი დაკავებული. 


close დახურვა