logo
ENG



ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული

16 ივნ 202612:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/16/yyftawo3qpzmwfv.jpeg

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამხედრო თვალსაზრისით ბელარუსი უკრაინის შესაძლო დარტყმების მიმართ ძალიან მოწყვლადია. მისი თქმით, უკრაინულ მხარეს უკვე აქვს მონიშნული დაახლოებით 500 სამიზნე ბელარუსის ტერიტორიაზე.

„ბელარუსი უკრაინელი სამხედროებისთვის როგორც ხელისგულზეა. ჩვენი ძირითადი საწარმოო და ლოგისტიკური ობიექტები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მათ უკვე 500 ასეთი სამიზნე აქვთ განსაზღვრული,“ – თქვა ლუკაშენკომ ტელეკომპანია Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ სურს მინსკს უკრაინაში მიმდინარე ომში პირდაპირი ჩართვა.


close დახურვა