logo
ENG



ლუკაშენკო: ჩვენი ჯარები უკრაინაში არ არიან, მაგრამ თუ რუსეთს და ბელარუსს დასჭირდება, შევლენ

24 თებ 202215:40
3 წუთის საკითხავი
 
ლუკაშენკო: ჩვენი ჯარები უკრაინაში არ არიან, მაგრამ თუ რუსეთს და ბელარუსს დასჭირდება, შევლენ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მათი ჯარები მონაწილეობას არ იღებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროცესში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამას გააკეთებენ. 

რუსული კოლონები უკრაინაში ბელარუსიდან შევიდნენ. მოსკოვს ბოლო რამდენიმე კვირაა ბელარუსში ჰყავს განთავსებული ჯარები, სადაც აქამდე წვრთნებს გადიოდნენ. 

"ჩვენი ჯარები იქ არ არიან, მაგრამ თუკი საჭირო იქნება ბელარუსიისთვის და რუსეთისთვის, ჯარები შევლენ", - თქვა ლუკაშენკომ ბელარუსის სახელისუფლებო სააგენტო "Belta"-სთან საუბარში. 

 


close დახურვა