ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ალექსანდრე ლუკაშენკო ხელისუფლების სათავეში დასარჩენად მე-6 ვადით იბრძვის.
ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. უბანზე ჟურნალისტებთან გასაუბრების დროს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკში დაკავებულ რუს მებრძოლებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია.
პარალერულად მინსკის ქუჩებში, მიმდინარეობს, ადამიანების დაკავება, ვინც ავტომობილების საყვირის ხმას ესალმება. ამასთან დილიდან გამორთულია ან ნაწილობრივ შეზღუდულია ინტერნეტი.
ექსპერტები ბელარუსის არჩევნებს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის წლების განმავლობაში ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებენ.
წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში ოპოზიციის მასშტაბური გამოსვლებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. არჩევნების წინასწარი შედეგები ბელარუსში ხვალ გამოქვეყნდება. პრეზიდენტობისთვის სულ 5 კანდიდატი იბრძვის.
