სევეროდონეცკიდან ლუჰანსკის ოლქში მიმავალ საევაკუაციო ავტომობილს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ლუჰანსკის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაის თქმით, სულ სევეროდონეცკიდან 10 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, საიდანაც 4 ბავშვი იყო.
"სევეროდონეცკში ოკუპანტები აშინებენ მცხოვრებლებს, ანადგურებენ სახლებს, სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა ადგილის დატოვება. პატრულმა შეძლო 10 ადამიანის წამოყვანა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. მადლობა ღმერთს არავინ დაშავებულა. ადამიანები ახლა უსაფრთხო ადგილას არიან", - ამბობს გაიდაი.