logo
ENG



მადრიდის სამიტზე NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა საქარველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს

29 ივნ 202218:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/29/fm3wybjd3bliza8.jpg

მადრიდში გამართული სამიტის ბოლოს, NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები. 

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები დაეხმარებიან საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკას თავიანთი მთლიანობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში და გააძლიერებენ მათ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. 

"ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლის ფონზე, ჩვენ ახალი ზომების მიღება გადავწყვიტეთ, რათა გავაძლიეროთ პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცოგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის,  პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.  ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთ პარტნიორების განვითარების შესაძლებლობების ამაღლების მხარდაჭერას."

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებს, ასევე ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს. 

 


close დახურვა