logo
ENG



მათიკაშვილი მთავარ არხს: დაბადების დღეს არ მოგილოცავთ, თუ დაიხურებით, კმაყოფილი ვიქნები

09 სექ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 
o2c3r9r8393gnd6.jpg

ქართული ოცნების ლიდერი, დავით მათიკაშვილი ტელეკომპანია მთავარ არხს ერთი წლის იუბილეს არ ულოცავს და ამბობს, რომ "თუ დაიხურებიან კმაყოფილი იქნება". ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა. 

"პირდაპირი მიუღებლობა მაქვს თქვენი არხის. არც დაბადების დღეს არ მოგილოცავთ და თუ დაიხურებით, მაგაზეც თანახმა და კმაყოფილი ვიქნები", - უთხრე დეპუტატმა მთავარი არხის ჟურნალისტს. 

მთავარი არხი ერთი წლის წინ დაფუძნდა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-დან გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გაათავისუფლეს და არხიდან ჟურნალისტების ნაწილი წამოვიდა.


close დახურვა