logo
ENG



მაიამი ჰიტი კონფერენციის ფინალში ითამაშებს

09 სექ 202011:41
3 წუთის საკითხავი
clock 507
4bp5yshx395gxhr.jpg

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპიდან, ასპარეზობას მილუოკი ბაქსი გამოეთიშა. რეგულარული სეზონის ჩემპიონმა, მაიამის ბარიერი ვერ გადალახა და სერიაში ანგარიშით 1-4 დამარცხდა.

მეხუთე მატჩში ერიკ სპოელსტრას მომზადებულმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 103-94 დაამარცხა, ფლორიდული კლუბის რიგებში საუკეთესოები 17-17 ქულით გორან დრაგიჩი და ჯიმი ბატლერი იყვნენ.

 მაიამი ჰიტი კონფერენციის ფინალში ბოსტონ სელტიქსსა და ტორონტო რეპტორსს შორის გამარჯვებულს შეხვდება


close დახურვა