logo
ENG



მაიკ პომპეო: აშშ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი დამცველია მსოფლიოში

31 იან 202017:14
3 წუთის საკითხავი
 
rpy19mugcmldg3h.jpg

"შეერთებული შტატები  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ძლიერი დამცველია მსოფლიოში" - ეს განცხადება მაიკ პომპეომ კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

პომპეოს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა პირობა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმიერ ზელენსკის შეხვედრისთვის უკრაინას ჯერ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაეწყო, რაზეც სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ მსგავსი პირობა არ ყოფილა. ზელენსკიმდე მაიკ პომპეო თავის უკრაინელ კოლეგას და მიტროპოლიტ ეპიფანესაც შეხვდა. 


close დახურვა