შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია. პომპეო ოფიციალური ვიზიტით გათვალისწინებულ შეხვედრებს 18 ნოემბერს დილიდან დაიწყებს. ის პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პატრიარქს შეხვდება. სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული უსაფრთხოება და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება - ის საკითხებია, რაზე საუბარსაც თბილისში ოფიციალური პირები ელოდებიან.
მაიკ პომპეო საქართველოშია
17 ნოე 202020:18
3 წუთის საკითხავი