logo
ENG



მაინც დაგაბოქლომებთ! - გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმას აქციაზე, 19:00 სთ-ზე გააჟღერებს

19 ნოე 201917:14
3 წუთის საკითხავი
 
tbwiewttrbdm3w5.jpg

„მაინც დაგაბოქლომებთ!“ - ასე ჰქვია ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელსაც ისინი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, 19:00 სთ-ზე გააჟღერებენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ყველა პარტია იგივე პოზიციაზე რჩება და უკან დახევას არ აპირებს.

„კონკრეტულ ნაბიჯებზეც იყო საუბარი, აბსოლუტურად ყველა ერთ პოზიციაზეა. დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა, მისი კლოუნების მეშვეობით შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას. თუ უნდა დიალოგის აღდგენა, ჯერ პროპორციული არჩევნები ჩაატაროს,“ - განაცხადა ბოკერიამ.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, პიკეტირება გაგრძელდება არა მხოლოდ ერთ ადგილას.

„მწვავე პროტესტი იქნება, მაგრამ არა ერთ ადგილას. იქნება უკომპრომისო პროტესტი,“ - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე, თალაკვაძის, გახარიას და კალაძის კომენტარები უინტერესოა.  

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სამოქმედო გეგმა „მაინც დაგაბოქლომებთ“, - დღეს, რუსთაველზე ახალგაზრდების მხრიდან გაჟღერდება.

 

 


close დახურვა