logo
ENG



მაკო გომური: მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს

20 ივნ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 
jws6cm8jc69vrun.jpg

 

ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

ეს ის გოგოა, აი, რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს"

გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია?

არა არ იცით, მარტო იმათმა ვიცით, ვისაც რუსთაველზე თვალი ამოგვთხარეს“, - 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული მაკო გომური, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გომური 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ ღამით მას სამართალდამცველებმა უსამართლოდ ესროლეს.

„უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.

რადგან ასე არაა.

და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.

მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.

რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი“, - წერს მაკო გომური.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის  დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. კომუნისტური პარტიის წევრ გავრილოვს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მიჰყავდა. გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებამ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. აქციის დაშლის დროს რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, მათ შორის იყო მაკო გომურიც. სპეცრაზმელების ტყვიებისგან  დაიჭრა 30-მდე ჟურნალისტი.

 


close დახურვა