logo
ENG



მაკრონის თქმით, "ჰამასის სრულ განადგურებას" 10-წლიანი ომი დასჭირდება

02 დეკ 202318:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/02/x2qyn0k1k98fpsc.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, "ჰამასის სრულ განადგურებისთვის" 10-წლიანი ომია საჭირო. ამის შესახებ მაკრონმა დუბაიში კლიმატის თემაზე გამართულ სამიტზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საფრანგეთი "ძალიან შეშფოთებულია" ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლებით და აპირებს კატარში გაემგზავროს, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი ზავის დადებას შეუწყოს ხელი.

მან, ასევე, მოუწოდა ისრაელს, ჰამასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები დააზუსტოს. 

"ჩვენ იმ მომენტში ვართ, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს თავისი საბოლოო მიზანი: ჰამასის სრული განადგურება - ვინმე ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, ომი 10 წელი გაგრძელდება", - თქვა მან.

 

close დახურვა